20:33
თირკმლების სუპი მჟავე კიტრით

მასალად საჭიროა:
ძროხის ხორცი - 1 გილოგრამი,
ძროხის ან ხბოს თირკმლები-400 გრამი,
სტაფილო -3-4 ცალი,
ხახვი 1 -2 თავი
ოხრახუშის ძირი-3 ცალი,
საშუალო ზომის მჟავე კიტრი - 3 ცალი,
კვერცხი-2 ცალი,
არაჟანი-2-3 სუფრის კოვზი,
კამა ან ქინძი ერთი- მეორედი ძირი,
მარილი გემოვნების მიხედვით.

მოვხარშოთ ერთი კილოგრამი ხორცის ბულიონი, შიგ ჩავხარშოთ ხახვი, სტაფილო და მწვანილი. შემდეგ ერთიანად გავწუროთ. ცალკე ქვაბში მოვხარშოთ თირკმლები,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი გაფცქვნილი მჟავე კიტრი , დავასხათ 1 ჩაის ჭიქა კიტრის დანამჟავები წყალი.სუფრაზე მიტანის წინ  სასუპე ჯამში რამოდენიმე კოვზი არაჟნით ავთქვიოთ 2 კვერცხის გული, შიგ ჩავაწყოთ მოშუშული თირკმლები კიტრით, ზედ დავასხათ ბულიონი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ  წვრილად დაჭრილი კამა ან ქინძი.
Category: წვნიანი კერძები | Views: 891 | Added by: user | Tags: კიტრით, სუპი, თირკმლების, მჟავე
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​