20:22
ხაში ცხვრის შიგნეულისა და თავ ფეხისაგან
მასალად საჭიროა:
ცხვრის თავ ფეხი- 2 კგ
გასუფთავებული კუჭ- ნაწლავი-600 გრამი,
ძმარი ერთი-მეორედი ჩაის ჭიქა, 
მარილი- გემოვნების მიხედვით.

კარგად გასუფთავებული თავ-ფეხი და მსუქანი კუჭ ნაწლავი მოვათავსოთ დიდ ქვაბში . ზედ დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. მოხარშული თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ ძლიერ წვრილად. შემდეგ კვლავ ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ ძმარი და მარილით შევანელოთ. დანაყილი ნიორი გავხსნათ ცივ წყალში და სუფრაზე მივიტანოთ ცალკე ჭურჭლად 
 
Category: წვნიანი კერძები | Views: 919 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​