20:14
გამჭირვალე ბულიონი ძროხის ხორცისა და შაქრის ძვლისგან

 
 
მასალად საჭიროა:
შაქრის ძვალი-500 გრამი,
ხორცი-500 გრამი,
სტაფილო და ხახვი-თითო ძირი,
ოხრახუშის ან ნიახურის ძირები,
მარილი - გემოვნების მიხედვით



მომზადების წესი:
გამჭირვალე ბულიონის მოსამზადებლად ავიღოთ პირველი ხარისხის მჭლე ძროხის ხორცი და იმდენივე ძვალი. გავრეცხოთ ხორცი ცივ წყალში, ჩავდოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი , რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს , დავახუროთ ქვაბს ხუფი და შევდგათ ცეცხლზე . როდესაც ჭყალი ადუღდება , მოვხადოთ ქაფი .  ნახევარი საათის შემდეგ ჩავყაროთ თითო ძირი ხახვი წინასწარ მოვწვათ გაცხელებულ თაფაზე  უცხიმოდ და ჩავუშვათ ბულიონში .
ბულიონის ხარსვის ხანგძლივობა - 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს . ამის შემდეგ ხორცი და ძვლები 
ამოვიღოთ, ხორცი გამოვიყენოთ მეორე თავი კერძისათვის , ბულიონი კი გავწუროთ სუფთა საწურში.
Category: წვნიანი კერძები | Views: 969 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​