17:04
საიდუმლოები რომლებიც ყველა დიასახლისს გამოადგება

რბილი ავეჯიდან შინაური ცხოველების ბეწვს რეზინის ხელთათმანით მოაცილებთ. ჩამოიცვით ხელზე რეზინის ხელთათმანი და ავეჯს გადაუსვით, მთელი ბეწვი რეზინს მიეკრობა. 


თუ თეთრეულის გაქათქათება გაქვთ გადაწყვეტილი, რეცხვისას ფხვნილის განყოფილებაში დაუმატეთ 1/4 ან 1/2 (გააჩნია თეთრეულის რაოდეობას) ლიმონის წვენი. გარეცხვის შემდეგ თეთრეული თავდაპირველ სიქათქათეს დაიბრუნებს.

თუ ქილაში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, თბილ წყალში გახსენით მდოგვის ფხვნილი და კარგად გამოავლეთ ქილაში. 

თვალწასულ კოლჰოტს ნუ გადააგდებთ. იგი კარგად ასუფთავებს დეკორატიულ სანთლებზე გაჩენილ მტვერს. 

თუ ვაზების ძირის გაწმენდა გიჭირთ, მასში კი მტვერია ჩაბუდებული, დახმარებას ბრინჯი გაგიწევთ. ჩაყარეთ ვაზაში (ნებისმიერ მოცულობაში, სადაც ხელი არ გეტევათ, ჯაგრისით ვერ წვდებით) 1 ს/კ ბრინჯი, ჩასხით თბილი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. 

სარეცხ მანქანაში მინის ჭიქები, ფუჟერები არ გაგიტყდებათ, თუ გარეცხვამდე მათ რკინის ბადეზე რეზინის რგოლებით დაამაგრებთ. 

ეტიკეტების მოძრობაში ფენი გამოგადგებათ. 

გარეცხვის შემდეგ მწვანილი უმჯობესია ცოტა ხნით მარილიან წყალში გააჩეროთ. 

ფეხსაცმლის კრემი ტყავის ავეჯს გაგიახლებთ. მთავარია, ფერი შეუსაბამოთ. 

ხელებზე ცხიმს ადვილად მოგაშორებთ თუ ხელებს წყალში შერეულ შაქარით დაიბანთ. 

ნუ იჩქარებთ ძველი ჯაგრისის გადაგდებას. მისით ადვილად გაწმინდავთ მეტლახს შორის არსებულ ღარებს. 

ლინოლიუმს პირვანდელ იერს დაუბრუნებთ, თუ მას კბილის პასტით გაწმინდავთ. 

ყავის ფილტრი კარგად წმინდავს კომპიუტერის მონიტორებსა და ტელევიზორების ეკრანებს. 

ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა ხისა და პლასტიკატის საჭრელი დაფების გასაწმენდად, მიკრობების მოსაცილებლად. ამისათვის, გაჭერით ლიმონი შუაში, მოასხურეთ მისი წვენი საჭრელ დაფას, გააჩერეთ 20 წუთი და თბილი წყალი გადაავლეთ. 

თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ბავშვის ბოთლების ან სხვა წვრილმანი ნივთების გარეცხვა გაქვთ გადაწყვეტილი, ისინი ბამბის ერთ ტომარაში მოათავსეთ და ისე გარეცხეთ. 

თუ ყავის საფქვავის გასუფთავება გაქვთ გადაწყვეტილი, მასში ბრინჯი დაფქვით, მიღებული ფქვილი გადაყარეთ, ყავის საფქვავი კი მშრალი ტილოთი გაწმინდეთ. 

სპილენძის ნივთებს კარგად გაასუფთავებთ შემდეგი ფაფისებური მასით: გადაურიეთ ძმარი, მარილი და ფქვილი. გაწმინდეთ ნივთები, გადაავლეთ თბილი წყალი და კარგად გაამშრალეთ. 
წყარო:მარაოგე
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1388 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​