17:03
ყველაზე პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის - გაიმარტივეთ ცხოვრება
 

ეს რჩევები დაგეხმარებათ, სახლი უფრო მარტივად მოაწესრიგოთ და ყველაფერს მიუჩინოთ ადგილი. 
სიჩქარეში რამდენჯერ ვაგდებთ რაღაც ნივთს, სადაც მოგვხვდება? ზოგიერთს საერთოდ ვერ ვუძებნით ადგილს ან ადგილი, უბრალოდ, არ გვაქვს სახლის სივიწროვის გამო... და საბოლოოდ უწესრიგობას ვიღებთ. ეს ხასიათსაც გვიფუჭებს, არადა, შეიძლება, მარტივად შეხედოთ მოვლენებს და პრაქტიკულ რჩევებს ენდოთ არა მხოლოდ დიასახლისებმა, არამედ მათმა "ხელმარჯვე ოსტატმა" ქმრებმაც.

თუ მაისურებს მჭიდროდ და ვერტიკალურად ჩაალაგებთ, უჯრაში გაცილებით მეტი ჩაეტევა. გარდა ამისა, მარტივად დაინახავთ, სად რომელი ნივთი დევს.
კვერცხის ჩასადები (მუყაოსი) მოსახერხებლად ინახავს წვრილმან ნივთებს.

წებოვანი ლენტის ბოლო რომ იოლად იპოვოთ, უბრალოდ, დაამაგრეთ მის პირზე მეტალის სკრეპი. 

სუნელებისთვის განკუთვნილი მაგნიტის ქილები შეიძლება მაცივრის კარზე მიამაგროთ და ადგილი გაათავისუფლოთ სხვა რამისთვის. 


კარგი იდეაა – სხვადასხვა სადენს მიაწეროთ ზედ, რა რისია. ეს ნერვებსაც დაგიზოგავთ და იოლადაც იპოვით საჭირო მათგანს. 

რაც მეტი თარო აქვს დიასახლისს, მით უფრო იმარტივებს ცხოვრებას.  
მარაო.გე
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1200 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​