16:53
12 ჯადოსნური მეთოდი, რომელიც ავტომანქანის მფლობელებს ცხოვრებას გაუმარტივებს

მანქანას რომ სისტემატური მოვლა და ყურადღება სჭირდება, ეს ყველა მძღოლმა იცის. მაგრამ არსებობს პრობლემები, რომლებიც ყველაზე შეუფერებელ და მოულოდნელ მომენტებში რთულ სიტუაციაში გვაგდებენ. 
გთავაზობთ 12 ხრიკს, რომლებიც გაგიმარტივებთ მანქანასთან ურთიერთობას და ყველაზე უსიამოვნო მომენტებს აგარიდებთ თავიდან.

1. გამოიყენეთ კბილის პასტა ფარების გასაწმენდად
უცნაურად ჟღერს, მაგრამ უბრალო ჩვრისა და კბილის პასტის მეშვეობით შეგიძლიათ წამებში გააპრიალოთ და ბზინვარება მიანიჭოთ თქვენი ავტომობილის ფარებს. ისინი გაახლდება.
2. როგორ გავაგრილოთ მომენტალურად ავტომობილი კონდიციონერის გარეშე
სიცხეში დიდხანს მდგარი ავტომობილი გაზის ქურას ემსგავსება. გასწავლით ერთ ტრიუკს, რომელიც უცებ გააგრილებს თქვენი ავტომობილის სალონს. უბრალოდ, გააღეთ ერთ-ერთი გვერდითა ფანჯარა, შემდეგ მეორე; საწინააღმდეგო კარი რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ. ასე წარმოქმნილი ორპირი სწრაფად გამოდევნის გაცხელებულ ჰაერს სალონიდან. მნიშვნელოვანია, რომ კარის გაღება-დახურვა უნდა გაიმეოროთ 5-6 ჯერ.

4. როგორ გადავარჩინოთ გაბზარული მინა
ხანდახან ხდება, რომ მოულოდნელად იბზარება უკანა ან გვერდითა მინა. იმისათვის, რომ ბზარი არ გაიზარდოს (არადა, ეს უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება), შეგიძლიათ ბზარს (მინის ორივე მხრიდან) ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი წაუსვათ. ასე დროებით მაინც შეაჩერებთ ბზარის გაზრდას. 

5. დიდ ავტოსადგომებზე გადაუღეთ ავტომობილს ფოტო
ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ დიდ ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანას ვეღარ პოულობთ. თუკი თქვენ არ გაქვთ მანქანის მოსაძებნი თანამედროვე მოწყობილობა, შეგიძლიათ უბრალოდ, გადაუღოთ თქვენს ავტომობილს ფოტო იქამდე, სანამ დატოვებდეთ მას სადგომზე. ეს დაგეხმარებათ ორიენტაციაში და იმაში, უცებ გაარკვიოთ, სად გააჩერეთ მანქანა.

6. ჩააგდეთ მანქანაში ფეხსაცმლის ყუთი
და ყოველთვის, როცა მიემგზავრებით მანქანით გრძელ გზაზე, გაიხადეთ ფეხზე. ფეხშიშველი მანქანის მართვა – ეს ძალიან სასიამოვნოა!

7. გამოიყენეთ დგუში შეჭეჭყილი ადგილების ამოსაწევად
დგუში – საუკეთესო ინსტრუმენტია პატარა შეღუნული ადგილების ამოსაწევად ავტოს ძარიდან.

8. როგორ მივიტანოთ პიცა/ხაჭაპური სახლამდე ცხელი
თუკი სახლისთვის იყიდეთ ცხელი პიცა/ხაჭაპური და არ გსურთ გზაში გაგიცივდეთ, დადეთ ის მძღოლის გვერდზე სავარძელზე და ჩართეთ სავარძლის გამათბობელი. 

9. როგორ ავიცილოთ თავიდან ფარეხში პარკირებისას უსიამოვნება
ხშირად ხდება (განსაკუთრებით, დამწყები მძღოლების შემთხვევაში), რომ სწორედ ავტოფარეხში პარკირებისას ვაფუჭებთ მანქანას. იმისათვის, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, დააფიქსირეთ ავტოს იდეალური მდგომარეობა და მონიშნეთ ის ჭერზე ჩამოკიდებული ტენისის ბურთით.

ზამთარში მინიდან ყინულის მოშორება ნამდვილი სატანჯველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება. მაგრამ თუ თქვენ წინასწარ თადარიგს დაიჭერთ და თან იქონიებთ მინის საწმენდ პულველიზატორში ჩასხმულ 2/3-დი ძმრისა და 1/3-დი წყლის ნარევს, ამ პრობლემას წამებში მოაგვარებთ.


11. როგორ მოვიქცეთ, თუ საკეტი ჩაიყინა?
დაასველეთ გასაღები სპირტში ან ნებისმიერ სპირტიან გამხსნელში და ასე სცადეთ კარის გაღება.
წყარო:მარაო.გე
Category: ზოგადი რჩევები | Views: 954 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​