16:48
ყველა ფხვნილზე ეფექტური სარეცხი გელი თქვენი ხელით

თუ ვერ მიაგენით თქვენთვის სასურველ სარეცხის საშუალებას, გირჩევთ, ის თავად დაამზადოთ. 

ეს გამოცდილი გელია. იგი კარგად რეცხავს და ამასთანავე, სასიამოვნო არომატი აქვს. თანაც, მისი დამზადება იაფი ჯდება. ამიტომ ჩაინიშნეთ ინგრედიენტები:

50 გრამი გახეხილი სარეცხის საპონი;
45 გრამი სოდა;
1 ლიტრი წყალი;
სასურველი არომატის ეთერზეთი.

გახეხილი საპონი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით გახსენით. დაუმატეთ სოდა. დიდხანს ურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ და ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად უნდა შეერიოს. შეგრილებულს დაუმატეთ არომატული ეთერზეთი, მოურიეთ და სარეცხი საშუალება მზადაა. 

ამ საშუალების კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ იგი სარეცხის კონდიციონერსაც შეგიცვლით, რაც საოჯახო ბიუჯეტისთვის კარგი ეკონომიაა. 
წყარო:მარაო.გე
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1005 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​