16:47
ჭურჭლის სარეცხი გელი - ვამზადებთ თავად

ეკონომიის თვალსაზრისით, დიასახლისი ხშირად იაფფასიან ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ყიდულობს, რომელიც ხშირად უხარისხოა. 

თუმცა ხშირად არც ძვირად ღირებული გელებით ვართ კმაყოფილები. ამიტომ გირჩევთ, თავად დაამზადოთ ჭურჭლის სარეცხი გელი, რომელიც ეფექტიანიცაა და იაფიც დაგიჯდებათ. 

დაგჭირდებათ: 

25 გრამი სარეცხის საპონი;
0,5 მლ ცხელი წყალი;
4 სადილის კოვზი გლიცერინი;
1 სადილის კოვზი არაყი ან გაზავებული სპირტი (1:1 წყალში). 

სარეცხის საპონი წვრილ სახეხზე დააქუცმაცეთ. დაასხით ცხელი წყალი და ან მიკროტალღურ ღუმელში შედგით გასადნობად, ან ორთქლის აბაზანაზე შემოდგით და მუდმივი მორევით გაადნეთ. შეგრილებულს დაუმატეთ გლიცერინი და არაყი. კარგად მოურიეთ. მიღებული მასა კარგად გარეცხილ ჭურჭლის სარეცხი გელის ბოთლში ჩაასხით. 

თავდაპირველად, გელი ძალიან თხელი იქნება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ცოტა ხანში იგი გასქელდება. აგრეთვე, ნუ შეშინდებით, თუ ჭურჭლის რეცხვისას იგი ძალიან აგიქაფდებათ. მთავარია, რომ იგი ნებისმიერ ცხიმს აშორებს ჭურჭელს და გლიცერინის წყალობით, თქვენს ხელებსაც იცავს გამოშრობისგან. 

წყარო:მარაო.გე
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1099 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​