16:38
რჩევები ბებოს სკივრიდან


რჩევები ბებოს სკივრიდან

 

* სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. სარკის გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება.  

 

* თუ სარკე დაიბურა, გაწმინდეთ ის არაყში ან ნიშადურის სპირტში დასველებული ჩვრით და როცა შეშრება, მშრალი ტილო გადაუსვით. 

 

* ვიწროყელიანი ჭურჭლის, მაგალითად ბოთლის გარეცხვა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ უმი კარტოფილის პატარა ნაჭრები ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ბოთლის ნახევარი წყალი და შეანჯღრიეთ ენერგიულად. შემდეგ გამოავლეთ ბოთლს ჯერ საპნიანი და შემდეგ სუფთა წყალი.

 

* იმისათვის, რომ ცხელ წყალში ჭიქები არ გასკდეს, მოზრდილი ქვაბის ძირში ჩააფინეთ გაზეთის ფენა (დაახლ. 20-30 მმ), დადგით ჭიქები გაზეთის ფენაზე და დაასხით ცივი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ თანდათან დაუკელით ცეცხლს და გამორთეთ. ჭიქები წყალში მანამ დატოვეთ, სანამ წყალი ოთახის ტემპერატურის არ გახდება.

 

* მიმწვარი ჭურჭელი ჩაალბეთ წყალში, დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მარილი. გააჩერეთ ცოტა ხანს და შემდეგ გარეცხეთ.

 

 

* გარეცხვის შემდეგ თუჯის ჭურჭელი ცეცხლზე გამოწვით, ამგვარად ის საკვებს აღარ მიიწვავს.

 

* თუ თქვენ გაზქურის ღუმელს ხშირად იყენებთ, გასაკვირი არაა, რომ ჩამჯდარ ცხიმთან გამკლავება მოგიწევთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ საყოფაცხოვრებო საპონი, გაურიეთ წყალში და დაუმატეთ სოდა. მიღებული სითხით გაწმინდეთ ღუმელის კედლები.

 

* მიკროტალღურ ღუმელში დადგით წყლით სავსე ღრმა თეფში. ცხელი ორთქლი დაალბობს წარმოქმნილ ჭუჭყსა და ცხიმს და თქვენ მას უპრობლემოდ გწმენდთ. 

 

* ხისტი წყლის შხეფები ხშირად ტოვებს ძნელადმოსაშორებელ კვალს. ამგვარ ლაქებს კაფელსა და სხვა ზედაპირიდან ადვილად მოაშორებთ ნიშადურის სპირტის სუსტი ხსნარით. შემდეგ მშრალი ტილოთი გაპრიალეთ.

 

* სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, ან სულაც დალაგების შემდეგ თქვენი ხელები ფერს იცვლის. გაიწმინდეთ ისინი ვაშლის ქერქით.

 

* ცხიმის ლაქებს ადვილად მოაშორებთ ბეწვეულიდან, თუ მათ მარილისა და ნიშადურის სპირტის ნარევით დაამუშავებთ. (1 ჩ/კ) ნიშადურის სპირტი, 3 ჩ/კ მარილი 500 მლ. წყალზე) 

 

 

* ტყავის ქურთუკების, ჩანთების, და საერთოდ, ტყავის ნაწარმის გაწმენდა შეგიძლიათ საპნიანი წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავით, შემდეგ გააპრიალეთ აბუსალათინის ზეთში დასველებული ჩვრით.

 

* ზეთის, შპროტისა და სხვა კონსერვებისაგან დატოვებული ლაქების მოცილებაში დაგეხმარებათ ცარცი. დაფხვენით და ფხვნილი იმდენ ხანს უსვით ლაქას, სანამ ქსოვილზე არსებულ ცხიმს ბოლომდე არ შეიწოვს. შემდეგ გაჩერეთ რამდენიმე საათი და ცარცის ფხვნილის ნარჩენები ჯაგრისით მოაშორეთ.

 

 

* ვერცხლის ჭურჭელი გაპრიალდება, თუ ლიმონით გაწმენდთ.

 

* ფნჯრებსა და ჭაღებს კარგად წმენდს ძმარი (2 ჩ/კ. 1 ლ. წყალზე)

 

* ლაქებს ფაიფურის ჭურჭლიდან ადვილად მოაშორებთ, თუ მას თბილ წყალში გარეული ნიშადურით გაწმენდთ.

 

* ბროლის ჭურჭლის სოდით გაწმენდა არ შეიძლება. ბროლის ნაწარმს კარგად ასუფთავებს თბილ წყალში შერეული ლილა. არ შეიძლება ცხელი წყლით რეცხვა. 

 

* შუშის ლარნაკები ჯერ თბილ, მარილიან წყალში გარეცხეთ და შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ.

 

* დანების განახლება შეიძლება, თუ მათ უმი კარტოფილითა და ლიმონის წვენით გაწმენდთ. დანების რეცხვა ცხელ წყალში მიზანშეწონილი არ არის, ამ შემთხვევაში დანები მალე დაბლაგვდება.

 

* ვერცხლისა და მელქიორის კოვზები გარეცხეთ წყლით, რომელშიც ცოტოდენ ნიშადურის სპირტს შეურევთ.

 

* მიმწვარი ცხიმის მოშორებას შემდეგნაირად შეძლებთ: აიღეთ დიდი ზომის ქვაბი, მასში დაფხვნილი საყოფაცხოვრებო საპონი ჩაყარეთ, შემდეგ ჩააწყვეთ მიმწვარი ჭურჭელი, დაასხით წყალი და გამოხარშეთ. მთელი ჭუჭყი გამოვა და მხოლოდ გავლება დაგჭირდებათ.

 

* ქსოვილიდან ჟანგის ლაქას ადვილად მოაშორებთ, თუ მასზე მწიფე პომიდვრის წვენს დაასხამთ და შემდეგ გრილ წყალში ფხვნილით ან საპნით გარეცხავთ.

 

* ჟანგის ლაქებს ლიმონის წვენიც კარგად უმკლავდება: დაასხით ლაქას და გააჩერეთ მანამ, სანამ ლაქა არ გაქრებეა. შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ.

 

* ფერადი ქსოვილებიდან ჟანგის მოცილება შეიძლება გლიცერინის, ცარცის ფხვნილისა და წყლის მეშვეობით (1:1:1) დაამუშავეთ ლაქები მიღებული მასით, გააჩერეთ 12 საათი და შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ. 

 

* ლინოლიუმის მორეცხვა თბილი საპნიანი წყლით შეგიძლიათ.

 

* ლინოლიუმიდან იოდის ლაქას ადვილად მოაშორებთ, თუკი რძეს დაასხამთ და შემდეგ საპნიანი წყლით მორეცხავთ.

 

* ხშირად იატაკზე სხვადასხვა ლაქები წარმოიქმნება. ლაქები მოაშორეთ თხელი ზუმფარის ფურცლით. შემდეგ იმ ადგილზე მასტიკა წაუსვით და გაპრიალეთ.

 

 

* ონკანები სააბაზანოსა და სამზარეულოში იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის ქერქით გაწმენდთ. ამის შემდეგ წყალი გადაავლეთ და მშრალი ჩვრით გააპრიალეთ. 

 

 

* სიცხეში ხორცი უმაცივროდ არ გაგიფუჭდებთ, თუ მას ლიმონის წვენს მოოასხამთ და შედარებით გრილ ადგილას შეინახეთ.

 

* თუ ხორცს ან თევზს ძმრით გაჟღენთილ ტილოში ჭინჭრის ფოთლებთან ერთად შეახვევთ, პროდუქტი დიდხანს იქნება საჭმელად ვარგისი.

 

* მოჭრილი ძეხვი რომ არ გამოშრეს, წაუსვით ცხიმი. 

 

* თუ კოტლეტის ფარში ძალიან წვნიანი ან ცხიმიანია, გატარებული პურის ნაცვლად მასში მანანის ბურღული შეურიეთ, კოტლეტები ფუმფულა გამოვა და გემოსაც არ შეიცვლის.

 

* თუ ნამცხვრის გამოსაცხობ ფორმაში საფანელის ნაცვლად მანანის ბურღულს მოაყრით, ნამცხვარს ხრაშუნა ოქროსფერი ქერქი ექნება.

 

* თევზს ქერცლი ადვილად მოშორდება, თუ მას ძმრიან წყალში გააჩერებთ.

 

* თუ შეწვის წინ ტაფაზე ცხიმთან ერთად დაჭრილ უმი კარტოფილის ნაჭრებს დააწყობთ, ის თევზის არასასიამოვნო სუნს შეიწოვს.

 

* პომადის ლაქებს შალისა და აბრეშუმის ქსოვილიდან ადვილად მოაშორებთ გაუზავებელი სპირტით.

 

* თმის საღებავის ლაქების მოცილებში დაგეხმარებაღ წყალბადის ზეჟანგისა და ნიშადურის სპირტის ნარევი.

 

* ტანსაცმლიდან ოფლის ლაქები გაქრება, თუ რეცხვისას თბილ წყალში ცოტაოდენ ნიშადურის სპირტს დაუმატებთ. (1 ჩ/კ 1 ლ. ქყალზე)

 

* თეთრი ქსოვილიდან პერმანგანატის (მარგანცოვკის) ლაქას ადვილად მოაშორებთ ღოლოს მჟავის ხსნარით.

 

* პომიდვრის ლაქებს ადვილად უმკლავდება 10 %-იანი ღოლოს მჟავის ხსნარი, მას შემდეგ, რაც ლაქას ამ ხსნარით დაამუშავებთ, გაავლეთ გრილ წყალში. 

 

* იოდით დალაქვებული ქსოვილი რამდენჯერმე წყალში ამოავლეთ და შემდეგ ლაქა სახამებლით გაწმინდეთ. * ცოტაოდენი თიხა გაჟღინთეთ ძმრით. ეს კარგი საშუალებაა რბილი ავეჯიდან ცხიმიანი ლაქების ამოსაყვანად. 

 

* ზოგჯერ ავეჯზე ცხელი ან სველი ჭიქები ლაქებს ტოვებს. თუ ლაქა მუქი ფერისაა, შეურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი ზეთი, მაიონეზი და სიგარეტის ფერფლი, ლაქა ამ მასით დაამუშავეთ. შემდეგ ჩვრით გააპრიალეთ. 

 

* თუ აბრეშუმის ქსოვილზე უთომ კვალი დატოვა, სასწრაფოდ მოამზადეთ სოდისა და წყლისგან ფაფისებური მასა და ლაქა დაამუშავეთ. როდესაც გაშრება, სოდა ჯაგრსით მოაშორეთ, ხოლო ქსოვილი ცივ წყალში გაავლეთ.  

 

* ფერადი და აბრეშუმის ქსოვილიდან ოფლის ყვითელ ლაქებს მარილწყალი აშორებს. (1 ს/კ. 1 ჭიქა წყალზე)  

 

* ნატის ჩანთის გაწმენდა რეზინის ჯაგრისით შეგიძლიათ. აპრიალებული ადგილები კი თბილი რძისა და სოდის ნაზავით გაწმინდეთ. 

 

* ტყავის ჩანთის გაწმენდა შეიძლება გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ხახვით. ხოლო იმისათვის, რომ ტყავმა იპრიალოს, გაწმინდეთ ის ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით. 

 

 

წყარო:  მარაო.გე

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1372 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​