16:23
რევანში ნაბახუსევზე!


ახალი წელი ყველაზე ხმაურიანი და პომპეზური დღესასწაულია. თუმცა სიხარულის და  ბედნიერი წუთების უკან შესაძლოა გემოთმოყვარეობისა და სპირტიანი სასმელებით ზღვარგადასვლის მუხთალი შედეგი ჩაგვისაფრდეს. 

"სიურპრიზები" საახალწლო ზეიმის შემდეგ დიდხანს არ გალოდინებს და ახალი წლის სუსხიან დილას თავის აუტანელი ტკივილით, სისუსტითა და სხვა უსიამოვნებებით დაგადგება თავს.

რა უნდა გააკეთო საშინაო პირობებში, რომ ნაბახუსევის სინდრომი შეამსუბუქო?

ხილის წვენი 
შეიცავს ხილის შაქარს (ფრუქტოზას), რომელსაც შეუძლია ორგანიზმიდან ჭარბი ალკოჰოლი გამოდევნოს. ამიტომ დიდი ჭიქით ახალგაწურული ფორთოხლის წვენი  შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ თავი გაცულებით უკეთ იგრძნო.

თაფლი 
ისევე, როგორც ახალი წვენი, ბევრ ფრუქტოზას შეიცავს. გახსენით 1-2 ჩ.კ. თაფლი თბილ წყალში ან კრეკერზე წაუსვით თაფლი და უშაქრო ჩაი მიაყოლეთ.

ჯგუფის ვიტამინი
ჭარბ ალკოჰოლს ვიტამინების დეფიციტი მოყვება. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ В ვიტამინის მიღება ნაბახუსევის დროს ფიზიკურ მდგომარეობაზე კარგად მოქმედებს.

ამინომჟავები
ამინომჟავები აუცილებელი საშენი მასალაა კუნთებისთვის, სახსრებისთვის, ტოქსინები გამოჰყავს ორგანიზმიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ “სიცოცხლის მასალასაც” უწოდებენ. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ორგანიზმში ამ ნივთიერების ნაკლებობას იწვევს, დანაკლისის ასანაზღაურებლად ცოტაოდენი ნახშირწყლების მიღება ან ამინომჟავების კაპსულების მიღება შეიძლება.

წყალი
საქვეყნოდაა ცნობილი, რომ ალკოჰოლი ორგანიზმს წყალს ართმევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღესასწაულის მეორე დღეს წყლის ბალანსის აღსადგენად მეტი წყლის დალევა, ბონუსად გამოდგება ძილის წინ მეტი წყლის დალევა.

ყავა
2 ფინჯანი ყავაც დადებითად მოქმედებს, რადგან ყავა – ვაზოკონტრიქტორია (სისხძარღვების შემავიწროებელი), ამ ორმა ფინჯანმა თავის ტკივილი უნდა მოხსნას. მაგრამ ზედმეტი არ დალიოთ, ის ნაბახუსევზე ნაკლებ უსიამოვნებას არ მოგაყენებთ.

ასპირინი: ყოველთვის აქტუალური იყო, როგორც ნაბახუსევის თავის ტკივილის გამაყუჩებელი. თუმცა, ტკივილგამაყუჩებელი ძალიან ფრთხილად  უნდა მიიღოთ, რომ მავნე ჩვევად არ იქცეს.

სუფი
ერთი თეფში სქელი, არომატული წვნიანი ან ბულიონი წამალივითაა, შეამსუბუქებს და დაამშვიდებს “ანთებულ” ორგანიზმს, მიაწვდის ვიტამინებს, მინერალებს, ნახშირწყლებს და აღმდგენ პერიოდს დააჩქარებს.

დრო
როგორც ყოველთვის საუკეთესო მკურნალია. ამიტომ ერთ-ერთი გამოცდილი და კარგად აპრობირებული მეთოდი წყლის მომარაგება, ლოგინში მოკალათება, გამოძინება და დასვენებაა.

საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეიძლება: არ დალიოთ “ცარიელ” კუჭზე. საკვები სისხლში ალკოჰოლის შეწოვას ამუხრუჭებს და აზრის სიცხადეს და გამართული სიარულის უნარს უფრო დიდხანს გინარჩუნებთ!

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1243 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​