16:18
პატარა ხრიკები ოჯახურ მეურნეობაში


ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ზედმეტი ფული არ არსებობს! და თუ ოჯახური ბიუჯეტი ისედაც არაა დიდი, ყოველი თეთრი ნაანგარიშევია. როცა კრიზისი ძალას იკრებს, ბიუჯეტის ეკონომიის საკითხი ბევრი ოჯახისთვის ძალიან აქტუალურია. თუ არ გჯერათ, დაფიქრდით და დასაწყისისთვის ელექტროენერგიაზე სინჯეთ ეკონომია.

სასარგებლო ინფორმაცია:

ტელევიზორები. ჩვეულებრივი ტელევიზორები მუშაობის დროს 100 ვატ ენერგიას ხარჯავს. მოლოდინის რეჟიმში, როცა ტელევიზორის წითელი ნათურა ანათებს – იხარჯება დაახლოებით 2 ვატი. ახალი თხევადკრისტალური და პლაზმური ტელევიზორები უფრო მეტ ენერგიას იყენებენ. მათ შორის ყველაზე მძლავრი: 400 ვატს ხარჯავს მუშაობის დროს და დაახლოებით 4 ვატს მოლოდინის რეჟიმში. ტელევიზორი მოლოდინის რეჟიმში მას შემდეგ გადადის, რაც დისტანციური მართვის პულტით გამოვრთავთ. ტელევიზორი რომ გამორთო, მისი წინა პანელის ღილაკს უნდა დავაჭიროთ.

DVD-ფლეერები. უშიშრად შეიძლება ბოლო დროს შეძენილი ჩაწერისა და ვიდეოჩვენებებისთვის განკუთვნილ მოწყობილობათა უმრავლესობის სრულად გამორთვა. ქსელში ჩართვის შემდეგ ასეთი “წინწასული” მოწყობილობების თავიდან დაყენება (დისფლეიზე საათის ჩვენებით) არ ღირს – ისინი ყველა ბრძანებას ინახავენ.

თუმცა მწარმოებლები ზოგი სატელევიზიო დეკოდერის მოლოდინის რეჟიმში დატოვებას გვირჩევენ (მაგალითად, თანამგზავრებისა და საკაბელო არხებისთვის), რომ მათთვის პროგრამული უზრუნველყოფა განახლდეს.

კომპიუტერები. კომპიუტერის მუდმივ ჩართვა-გამორთვას მაინცდამაინც დიდი აზრი არ აქვს, თუ ის მთელი დღის განმავლობაში გამოიყენება. მაგრამ რეკომენდებულია მონიტორის გამორთვა, როცა პროცესორი გამორთულია. პერიფერიული მოწყობილობები, ისეთი, როგორიცაა პრინტერი და სკანერი, სჯობს, გამოირთოს, თუკი საჭირო არაა.

დამტენი საშუალებები. ყოველი "დატენვა" ცალკე ბევრ ენერგიას არ საჭიროებს. მაგრამ ტუ დამტენ საშუალებას ქსელსი სეერთებულს დავტოვებთ, ის განაგრძობს ენერგიის გარდაქმნის თავისი ფუნქციის შესრულებას.

გამოურთავი ნათურები ცარიელ ოთახებსა და შენობებში. არასწორია იმის მტკიცება, რომ შუქის ანთების მომენტში მკვეთრი ნახტომია ელექტროენერგიის ხარჯში. თუ ოთახიდან ნახევარი საათით ან 10 წუთით გადიხართ, გამორთეთ შუქი. ეს არც ელექტროქსელს ავნებს და არც ნათურებს. გარდა ამისა, შეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ენერგოდამცავი ნათურებით.

სარეცხი მანქანის რეჟიმები. რეცხვა 30°С ტემპერატურაზე, და არა 40-ზე, ენერგიის 40%-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა. ამასთან, რეცხვის ხარისხი ჩვეულებრივ იგივეა. თანამედროვე სარეცხი ფხვნილები გაცილებით ეფექტურად რეცხავს ტანსაცმელს დაბალ ტემპერატურაზე. გაშრობის რეჟიმის ჭარბად გამოყენება ასევე შეიძლება ელექტროენერგიის არაეფექტური გამოყენების მიზეზი გახდეს.

* * *
ახლა მოიარეთ ბინა და გამორთეთ ყველა უსარგებლო მოწყობილობა, შეცვალეთ რეცხვის რეჟიმი და ზემოჩამოთვლილი არცთუ რთული ხრიკების გამოყენებას ერთი თვის მანძილზე მაინც ეცადეთ. ოჯახიც დაიყოლიეთ ამ მარტივ ექსპერიმენტზე. ხოლო, როცა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დრო დადგება, შედეგი წინა თვისას შეადარეთ. თეთრი ლარს ინახავს, ხოლო ყველაფერი დიდი მცირეთი იწყება! ოჯახურ ბიუჯეტში უამრავი წვრილმანია, ეკონომიაც არასდროსაა უადგილო!

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 850 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​