16:15
ბეწვეულისა და ტყავის სეზონური შენახვა


სეზონურ ტანსაცმელს საგანგებო შენახვა სჭირდება, განსაკუთრებით გულმოდგინე მოპყრობას ბეწვეული და ტყავი ითხოვს. შენახვამდე ქურქი გულმოდგინედ უნდა გაიწმინდოს, ეს თუ არ გააკეთეთ, ზამთრის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი და მტვერი ტყავში "ჩაჯდება".

ბეწვეულის სეზონური შენახვისთვის ორი გზა არსებობს – შევინახით სპეციალურ სათავსოში, სადაც შენახვის პირობებზე პასუხს საქმის მცოდნე პერსონალი აგებს (რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი თქვენს ქალაქში), ან სახლში. ამ დაწესებულებაში ქურქი ზაფხულს ატარებს უფანჯრო შენობაში, კორპის კედლით, ჰაერის ტენიანობა ნორმის ფარგლებშია, ხოლო ტემპერატურა პლუს 6–8 გრადუსს არ აღემატება. სახლის პირობებში ასეთი პარამეტრების დაცვა რთულია.

კარადაში ბეწვის შენახვამდე მას სამხრეებიანი საკიდით მზეზე ვანიავებთ, გავხსნით ყველა ღილს, ელვას ან კაუჭს, რათა ბეწვმა ნაკეცი არ გაიკეთოს. თუ ეს მოხდა, ნაკეცი ცივ წყალში დასველებული ღრუბლის საშუალებით დავამუშაოთ და გავაშროთ ნიავზე.

ქურქი უნდა შევინახოთ დაკეტილ კარადაში სამხრეებიანი საკიდით ბიაზის ან ტილოს შალითაში (პოლიეთილენი ჰაერს არ ატარებს). შალითის ბოლოში, ან უშუალოდ ქურქის ჯიბეში ვათავსებთ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ვცვლით ყოველ ოთხ თვეში. ამ ნივთიერებებს ხშირად ლავანდის სუნი აქვთ, რაც შეიძლება არ გვსიამივნებს – თუ ასეა, შევიძინოთ აბები სუნის გარეშე.

სასურველია, ქურქი თვეში ერთხელ "მოვინახულოთ". დროთა განმავლობაში შალითაში შეიძლება გაჩნდეს არასასურველი მიკროსფერო, ამიტომ ვიღებთ მას, ვანიავებთ, ნაზად ვფერთხავთ და ვვარცხნით.

სამხრეების ზომა ქურქის მხრების ზომას უნდა შეესაბამებოდეს . წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოიწვევს სახელოების დეფორმაციას. (ეს ეხება ყოველდღიური შენახვასაც). ადრე ქურქს არ კიდებდნენ, კოხტად კეცავდნენ და ახვევდნენ ტილოში. ღია ფერის ბეწვი გაყვითლებისგან რომ დაეცვათ, ლილაში გავლებულ ტილოში ინახავდნენ, ამგვარად შენახული ქურქი არ დაიჭიმება.

ბეწვის ქუდები ინახება მჭიდროდ თავდახურულ ყუთში, რომლის ძირში ნაჭერში გახვეული ჩრჩილის წამალია მოთავსებული.

ქურქის გასაწმენდად შეიძლება გამოვიყენით ხორბლის ან ჭვავის ქატო. ჩავყაროთ ქატო ქვაბში და გავაცხელოთ 60 გრადუსამდე, ამ მასით გავწმინდოთ ბეწვი, გავფერთხოთ და გავანიავოთ. თეთრი ფერის ბეწვი კარგად იწმინდება კარტოფილის ფქვილით ან მანანის ბურღულით. ზედმეტად გაჭუჭყიანებული ქურქის გასაწმენდად კარტოფილის ფქვილი უნდა გაიხსნას ბენზინში და ასეთი ფაფით გაიწმინდოს, გაშრეს, გაიფერთხოსდა დაივარცხნოს.

გაყვითლებული ბეწვი პერიოდულად შეიძლება გამოთეთრდეს წყალბადის ზეჟანგის და ნიშადურის სპირტის ხსნარით. ცხიმიანი საყელო იწმინდება ბენზინში გახსნილი სარეცხი ფხვნილით, ბოლოს კი მარტო ბენზინით.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 2163 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​