16:11
რისთვისაა შტრიხკოდი?


თუ დაინტერესებულხართ, რისთვისაა შტრიხკოდი გასაყიდ საქონელზე, რა ინფორმაციას შეიცავს და შეიძლება თუ არა, შტრიხკოდის მიხედვით მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა?

შტრიხის კოდი კოდირებულ ინფორმაციას ატარებს საქონელზეც და მის მწარმოებელზეც. საერთოდ, მისი დანიშნულება მწარმოებლისა და გამყიდველისთვის საქონლის მოძრაობის კონტროლისა და აღრიცხვის სამუშაოს შემსუბუქებაა.
 

ჩვეულებრივ, შტრიხკოდი 13 ციფრს შეიცავს, მათი წყალობით ნომრები არასდროს მეორდება. პირველი 2(3) ციფრი მწარმოებელ ან გამყიდველ ქვეყანას აღნიშნავს, შემდეგი 4 ფირმის კოდია, მეორე ოთხეული თავად საქონლის კოდია (მისი დასახელება), ბოლო 1-2 ციფრი – საკონტროლოა და შტრიხკოდის სისწორეს ამოწმებს (სკანერისთვის).

ჩვენს ქვეყანაში უფრო ხშირად შემდეგ შტრიხკოდებს წააწყდებით:

00-13 - აშშ და კანადა
30-37 — საფრანგეთი
45 და 49 — იაპონია
80-83 — იტალია
400-440 — გერმანია
690-691 — ჩინეთი
474 — ესტონეთი
475 — ლატვია
477 — ლიტვა
482 — უკრაინა
590 — პოლონეთი
869 — თურქეთი

სინამდვილეში შტრიხკოდი გამყიდველისთვის კი არა, მაღაზიის სკანერისთვისაა. მყიდველს შტრიხკოდი არც სჭირდება და ეს ხარისხის გარანტია არაა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მყიდველს შეუძლია, იმაში დარწმუნებაა, რომ შტრიხკოდი საერთოდ არსებობს. თუ სამამულო პროდუქციაზე შტრიხკოდი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტისთვის არ გაუმზადებიათ. გარდა ამისა, შესაძლებელია მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა და იმაში გარკვევა, ხომ არ ასაღებსგამყიდველი ჩინურ საქონელს იტალიურ ექსკლუზივად.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1241 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​