23:54 5 პრინციპი, რაც მშობლისგან ყველა ბავშვს სჭირდება | |
ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ, იმდენი, რომ ამ ყველაფრის ჩამოთვლა არც ღირს. თუმცა ყველა საჭიროებასთან ერთად ბავშვისთვის პოზოტიური ემოციები და თავისუფლება აუცილებელია. ოჯახური ურთიერთობების საკითხში არაერთი წიგნის ავტორი, ჯონ გრეი წერს, რომ ნებისმიერმა მშობელმა, აღზრდის რა მეთოდსაც არ უნდა იზიარებდეს ის, ბავშვთან მიმართებაში ქვემოთ მოცემული 5 პრინციპი აუცილებლად უნდა დაიცვას. აი, ეს პრინციპების: 1. განსხვავდებოდე სხვებისგან - ნორმალურია 2. შეცდომების დაშვება - ნორმალურია 3. უარყოფითი ემოციების გამოხატვა - ნორმალურია 4. უფრო მეტი რომ გინდა - ნორმალურია 5. გამოხატო უკმაყოფილება - ნორმალურია, თუმცა გახსოვდეს - დედ-მამა უმთავრესია. "ეს 5 პრინციპი თქვენს შვილებს ღვთის მიერ ბოძებული ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მისცემს. თუ პოზიტიური აღზრდის მეთოდზე შეაჩერებთ არჩევანს და ამ პრინციპებს სწორად დანერგავთ, თქვენი შვილი ისეთ თვისებებს შეიძენს, რომლებიც ცხოვრებაში წარმატებისთვის აუცილებელია. მაგალითად, პატიების უნარს, განაწილების უნარს, სურვილების ასრულების მოლოდინის უნარს, საკუთარი ღირსების გრძნობას, მოთმინებას, სიმტკიცეს, გარშემო მყოფთა პატივისცემას, თანამშრობლობის ნიჭს, თავდაჯერებას და უნარს, იგრძნოს თავი ბედნიერად". ჯონ გრეის წიგნიდან "ზეციური ბავშვები". | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 900 | | |
Total comments: 0 | |