23:47
ბროწეული ჰემოგლობინის აწევაში ვერ დაგეხმარებათ

ბროწეული ოდითგან სისხლნაკლულობის სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. ასეა თუ არა სინამდვილეში? ბროწეული მართლაც ძალიან სასარგებლოა. ეს ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. მაგრამ იმედი, რომ ბროწეული ჰემოგლობინის დონის აწევაში დაგვეხმარება, ამაოა - რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი მხოლოდ ხორციდან, განსაკუთრებით - წითელი ხორციდან (კურდღელი, ხბო, ძროხა). ბროწეულს კი შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. 
ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინით მდიდარია, მაგრამ ამ ელემენტზე მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან მცენარეული რკინა ძნელი ასათვისებელია. ასე რომ, ვაშლის, ჭარხლის, ბროწეულის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს.
Category: ზოგადი რჩევები | Views: 1003 | Added by: user | Tags: დაგეხმარებათ, აწევაში, ვერ, ბროწეული, ჰემოგლობინის
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​