23:25
მათთვის, ვინც ბედნიერებას ეძებს...

ერთხელ სამმა ძმამ ბედნიერებას მოჰკრა თვალი – ორმოში იჯდა. ერთი ძმა მიუახლოვდა ორმოს და ბედნიერებას ფული სთხოვა. ბედნიერებამ ის ფულით გაავსო, და წავიდა ბიჭი ბედნიერი.
მეორე ძმამ ლამაზი ქალი სთხოვა. მაშინვე აუსრულდა ეს სურვილი და თავის სანატრელ ქალთან ერთად გაიქცა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მყოფი. 
მესამე ძმა ორმოსთან დაიხარა. 
- აბა, შენ რა გინდა? – ჰკითხა ბედნიერებამ.
- შენ თვითონ რა გინდა? – დაუბრუნა შეკითხვა ძმამ.
- აქედან ამომიყვანე, - სთხოვა ბედნიერებამ.
ბიჭმა ხელი გაუწოდა, ამოიყვანა ბედნიერება ორმოდან, შებრუნდა და მოცილდა იმ ადგილს. 
ბედნიერება მას უკან გაჰყვა...
Category: ზოგადი რჩევები | Views: 1009 | Added by: user | Tags: ბედნიერებას, ვინც, ..., ეძებს, მათთვის
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​