23:21
"ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად" - ცნობილი პედაგოგის რჩევები

ეს რჩევები მშობლების, პედაგოგებისა და ბავშვებისთვის ბატონმა გია მურღულიამ შეადგინა, ფილოლოგიის დოქტორმა და გამოცდილმა პედაგოგმა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

5 რჩევა მშობლებს 
1. ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად; 
2. იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიც – ასწავლეთ პირადი მაგალითით; 
3. ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც ეს გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებული – ადამიანი მარცხითაც სწავლობს; 
4. ეცადეთ ყოველდღიურად ვითარდებოდეთ, რათა მოსაწყენ ერთფეროვნებად არ იქცეთ საკუთარი შვილებისათვის; 
5. გააცნობიერეთ, რომ შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.

5 რჩევა მასწავლებლებს
1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება; 
2. ჯერ ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი; 
3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამ – ცალმხრივად; 
4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლე – მიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები; 
5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.

5 რჩევა მოსწავლეებს
1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც თქვენს ასაკში (ან თუნდაც მერე) არ გაუკეთებიათ თქვენს მასწავლებლებს; 
2. იცოდეთ, რომ ვინც არ სწავლობს დღეს, გაცილებით რთულად მოუწევს ამის გაკეთება ხვალ; 
3. მთავარი წიგნების კითხვა კი არ არის, არამედ მათი სრულფასოვანი გაგება; 
4. სკოლა თქვენთვის არის, ხოლო თქვენ – კეთილი საქმეებისთვის; 
5. ეცადეთ, ყოველდღე აჯობოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 857 | Added by: user | Tags: რჩევები, თქვენი, ნუ, - ცნობილი, შვილების, ნაცვლად, იცხოვრებთ, პედაგოგის
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​