სასწავლო წელი დაიწყო, თანაც უფრო ხანგრძლივი, ვიდრე აქამდე იყო. მშობლების უმრავლესობა აღიარებს, რომ არდადეგების შემდეგ მოზარდის სწავლის პროცესში ჩართვა არც ისე იოლია. წელს სასწავლო წლის ხანგრძლივობა ორი კვირით გაიზარდა ზამთრის არდადეგების ხარჯზე, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, საკმაო პერიოდს მოიცავდა მოსწავლის კალაპოტიდან ამოსაგდებად. ამ ორი კვირის დამატებით, ახალ სასწავლო წელს მეტი შრომა მოუწევთ პედაგოგებსაც, მშობლებსაც და ნებისმიერი კლასის მოსწავლესაც.
ნებისმიერი ბავშვი ბუნებით ცნობისმოყვარეა. სკოლაც ხომ ამისთვისაა? ინტერესები უნდა დაუკმაყოფილოს. არადა ზოგჯერ პირიქით ხდება - ბავშვს გაგონებაც არ უნდა სწავლისა და სკოლის. იქ მიღებული ცოდნა და ცოდნის მიღების პროცესიც მოსაწყენი ეჩვენება. ამიტომ სწავლებაში ხალისიანი ელემენტების შეტანა აუცილებელია. უნდა აგრძნიბინოთ, რომ რაც ისწავლა, მართლა საინტერესოა. მეცადინეობისას მასთან ერთად გაიოცეთ: "ხედავ, როგორ ყოფილა", "ეს არც მე ვიცოდი". ანუ არ აგრძნობინოთ, რომ ყველაფერი, რაც სახელმძღვანელოში წერია, თქვენთვის ნაცნობია.
ბოლო დროს დატვირთული სამუშაო გარაფიკის გამო ბევრი მშობელი სარგებლოს სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფებით. გაკვეთილების შემდეგ ბავშვები სკოლაში რჩებიან და 9-დან 6 საათამდე პრაქტიკულად, ერთ ოთახში არიან მოქცეულნი. ეს მომსახურება მშბლისთვის უდავოდ ხელსაყრელია, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ბავშვისთვის მთელი დღის სახლის გარეთ, საკლასო ოთახში გატარება? განსაკუთრებით, პატარისთვის, რომელიც ჯერ გაკვეთილზე ჯდომასაც კი ძლივს ეგუება? ... კითხვის გაგრძელება »
ბატონ გია მურღულიას წარდგენა არ სჭირდება. ფილოლოგიის დოქტორი, დიდი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების მქონე, ავტორიტეტად მიიჩნევა განათლების სფეროში. სწორედ ამიტომ მივმართეთ მას და დღევანდელი განათლებისა და აღზრდის აქტუალურ შეკითხვებზე ვესაუბრეთ. ... კითხვის გაგრძელება »
პირველკლასელისთვის კალამი პრაქტიკულად ნომერ პირველი სასწავლო ნივთია. ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის წერის მანერასა და ჩვევაზე. ამიტომ ამ საკანცელარიო ნივთის შერჩევას ცოდნა სჭირდება. გთავაზობთ მისი შერჩევი
... კითხვის გაგრძელება »
მოსწავლის სასკოლო ატრიბუტებიდან მაგიდის სანათს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ბავშვები რატომღაც საღამოობით იწყებენ გაკვეთილების მომზადებას, მაგიდის კარგად განათებაც სჭირდებათ. როგორ შევურჩიოთ მოსწავლეს მაგიდის სანათი? სანათი, რომელიც მოსწავლემ უნდა გამოიყენოს, უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხო და მარტივად მოსახმარი. ყველაზე მოხერხებულია მოძრავ ღეროზე დამონტაჟებული სანათი, რომელიც მაგიდის ზედაპირზე მჭიდროდ მაგრდება. სინათლის წყაროს სხვად
... კითხვის გაგრძელება »
ფიზიკური აღზრდის სწავლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზ-აღზრდის სწავლება პირველად დაინერგა ამერიკაში. მე-19 საუკუნეში ამერიკულმა კოლეჯებმა თავიანთ კურიკულუმში შეიტანეს ფიზ-აქტივობის ისეთი სახეობები, როგორიცაა ცეკვა, ტანვარჯიში და ასე შემდეგ. მიზანი იყო, რომ მოზადრებისთვის ესწავლებინათ თავიანთ ჯანმრთელობასა და სხეულზე ზრუნვა. კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც მოსთხოვა სკოლებს მოსწავლეთა ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიში, მას სხვა შტატებმაც მალევე მიჰბაძეს. და მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზ-აღზრდის გაკვეთილე
... კითხვის გაგრძელება »
წავიყვანოთ თუ არა ბავშვი ბაღში - ეს საკითხი ადრე თუ გვიან ოჯახში აუცილებლად დგება. ყველა მშობელს აქვს საკუთარი გამოცდილება, მოსაზრება ბაღის უარყოფით და დადებით მხარეებზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მოსაზრებები არა დედიკოებისა და მამიკოების, არამედ პედაგოგების, მედიცინის მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეცნიერების თვალსაზრისით, საბავშვო ბაღი წარმოადგენს დადებით და აბსოლუტურად აუცილებელ პირობას ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის პროცესში. ამას არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. ურთიერთობას ადამიანი სწავლობს ბავშვობიდან. ვერტც ოჯახი, ვერც ძიძა თუ
... კითხვის გაგრძელება »
მშობლები და მასწავლებლები მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ გოგონები უფრო წარმატებული მოსწავლეები არიან, ვიდრე ბიჭები. თუმცა საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ გარკვეულ ასაკამდე ბიჭები გოგონებს ათვისების უნარით ჩამორჩებიან, უბრალოდ ისინი სხვანაირად ითვისებენ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილ მასალას. მასწავლებლებიც, ძირითადად, ქალები არიან და ნაკლებად ითვალისწინებენ ბიჭების ათვისების უნარის თავისებურებებს, აქედან გამომდინარეობს დაბალი მოსწრებაც.