17:50
ატმის ტარტი
 მასალად საჭიროა:

ცომისთვის:

1 ½ ჭიქა ფქვილი
1 სუფრის კოვზი შაქარი
9 სუფრის კოვზი კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი
3 სუფრის კოვზი ყინულივით ცივი წყალი
მწიკვი მარილი

შიგთავსი:

3-4 მწიფე ატამი
3-4 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვი მარილი


მომზადების წესი:
 

1. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და შაქარი. დაამატეთ კარაქი და მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ წყალი ცომის შესაკრავად.
გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

2. სანამ ცომი ისვენებს, მოამზადეთ შიგთავსი. გარეცხილი ატამი დაჭერით გრძელ ნაჭრებად. მოათავსეთ დიდ თასში, მოაყარეთ მწიკვი მარილი და შაქარი. გააჩერეთ 30 წუთი.

3. გააცხელეთ ღუმელი 200°C -მდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

4. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე უნდა მიიღოთ უხეშად 30 სმ. დიამეტრის წრე.

5. ცომის შუაგულში მოათავსეთ ხილი, დაუტოვეთ 4სმ.-მდე ცომი კიდეებში და ამოუკეცეთ.

6. აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.

7. მოაფრქვიეთ დაფქვილი შაქარი. შგიძლიათ მიირთვათ ვანილის ნაყინთან და ნაღების კრემთან ერთად.

Category: ტკბილი კერძები | Views: 1234 | Added by: chefpotato | Tags: ატამი, ტარტი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​