მომზადების წესი:
2 ½ კგ შაქარი
2 ცალი ლიმონი
20 ახალი ანწლის თავი, ღეროებმოცლილი
85 გრ ლიმონმჟავა
მასალად საჭიროა:
1. მოათავსეთ შაქარი და 1.5 ლიტრი წყალი ყველაზე დიდ ქვაბში რაც კი გაქვთ. შაქარის გასადნობად ცოტათი ისე გააცხელეთ, რომ არ ადუღდეს. ურიეთ გამუდმებით. ლიმონს კარტოფილის სათლელის დახმარებით მოაცალეთ კანი, შემდეგ კი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით.
2. როცა შაქარი გადნება, ქვაბში სიროფი დუღილამდე მიიყვანეთ, შემდეგ გამორთეთ გაზი. შეავსეთ თასი ცივი წყლით. ყვავილებს წყლით ჭუჭყი და მწერები გააშორეთ. ამოიღეთ ყვავილები, მსუბუქად შეანჯღრიეთ და მოათავასეთ სიროფში ლიმონთან, ცედრასთან და ლიმონმჟავასთან ერთად. კარგად აურიეთ. დააფარეთ ქვაბს და დატოვეთ 24 საათით, არომატების გაჯერებამდე.
3. დააფინეთ თუშფალანგს (რკინის საწურს) სუფთა ჩაის ტილო, შემდეგ შემოდგით დიდი თასზე ან ქვაბზე. სიროფში ჩამჩით გადაიტანეთ – დააცადეთ, რომ ნელნელა ჩამოიწუროს. მოაშორეთ ტილოზე დარჩენილი ზედმეტი ნაჭრები. გამოიყენეთ ძაბრი და შეავსეთ სტერილური ბოთლები (ქაფიანი წყლით კარგად გარეცხეთ ბოთლები, და გააშრეთ). ნაყენი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში არა უმეტეს 6 კვირისა. ან გაყინეთ პლასტმასის კონტეინერში ან ყინულის ფორმებში და გაადნეთ საჭიროებისამებრ.
|