09:25
დიეტა ” დიდი საუზმე”
დიეტა ” დიდი საუზმე”:

კალორიების დღიური ნორმის
მაქსიმუმი საუზმეზე უნდა
მიიღოთ. ეს ხელს უწყოს მეტაბოლიზმის
დაჩქარებას და გახდომას.


დიეტა ” დიდი საუზმე”

მიდგომა:

დანიელ იაკუბოვიჩი, ავტორი წიგნისა The big breakfast diet,ამბობს, რომ დილის 9 საათამდე მირთმეული

საუზმე ააქტიურებს მეტაბოლიზმს,რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს უწყობს ფეხს. ეს ახდენს გავლენას

იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზმი ნახშირწყლებსა და ცილებს ენერგიის წყაროების სახით

და წვავს ცხიმს.

ძირითადი პრინციპი:

მიირთვათ სწორი საკვები სწორ დროს. მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტების

ჯგუფი, რომლებიც საკვების პირველადი მიღების საფუძვლად უნდა იქცეს. ჯერ ერთი, ეს არის ცილები

( კვერცხი და რძის პროდუქტები).ისინი ნაყროვანების განცდას ტოვებენ ხანგრძლივი დროით. ასევე

მნიშვნელოვანია ნახშირწყლები ( ცეხვილი, პური,ფაფეული), მაგრამ მათ რომ სხეულს არ ავნონ, ისინი

დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი- უჯრედისი

( ახალი ხილი და ბოსტნეული), რომელიც აუცილებელია კუჭნაწლავის მოქმედებისთვის.

პლუსები:

ნოყიერი საუზმე დაგეხმარებათ, დიდხანს იგრნოთ თავი დანაყრებულად დღის განმავლობაში და

აკონტროლოთ მადა.  ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯანსაღად საუზმობენ, დღის განმავლობაში

გაცილებით ნაკლებ კალორიას იღებენ და როგორვ წესი, ნაკლები წონა აქვთ.

მინუსები:

წონის დასაკლებად საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს მიღებული კალორიების საერთო

რაოდენობას, ამიტომ მნიშვნელოვნად გახდომას ვერ შეძლებთ, თუ არ შეკვეცთ სადილსა და ვახშმის ულუფებს.

წესად აქციეთ :

სრულფასოვანი საუზმე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების პროდუქტები და სხვა,

ორგანიზმისა და წონისთვის მავნე საკვების მიღება.

Category: დიეტური საჭმელები | Views: 1483 | Added by: user | Tags: საუზმე”, ” დიდი, დიეტა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​