15:30 როგორ შევარჩიოთ წყლის გამაცხელებელი | |
კიდევ ერთი დეტალი: თუ მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობთ და დამიწებისთვის რკინის მილები გამოიყენეთ, ფხიზლად იყავით – შესაძლოა, რომელიმე მეზობელმა რემონტი წამოიწყოს და ლითონის მილები პლასტმასით შეცვალოს. ეცადეთ, მეზობლები საქმის კურსში ჩააყენოთ, რათა, თუ მსგავსი განზრახვა ექნებათ, წინასწარ გაგაფრთხილონ. ელექტროავზები, რომლებსაც უმეტესად სამზარეულოში ამონტაჟებენ, უმთავრესად ჩინური წარმოებისაა. რუსული “პროსტორი” და “ტრიუმფიც” იმავე პრინციპით მუშაობს, რომლითაც ჩინური გამაცხელებლები, თუმცა განსხვავება მაინც არის: მილები, რომელშიც წყალი გაედინება, რუსულ ნაწარმში თუჯისაა და, შესაბამისად, შედარებით გამძლეა, ჩინური ავზები კი არამყარი ლითონის მილებისგან არის დამზადებული და იოლად იმტვრევა, ვერც ტემპერატურის ხშირ ცვალებადობას უძლებს. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ერთ დღეს თქვენი წყლის გამაცხელებელი შადრევნად იქცეს და ყოველი მხრიდან წყლის ჭავლმა გადმოხეთქოს. წყლის გამაცხელებლებს იმის მიხედვითაც აფასებენ, რამდენი ლიტრი წყალი ჩადის ავზში და რამდენ ხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. თუ წყალს გრაფიკით გაწვდიან, ავზი საუკეთესო გამოსავალია. მისი შეძენისას გაითვალისწინეთ: გამაცხელებელს უთუოდ უნდა ჰქონდეს ავტომატური გამორთვის ღილაკი, რათა, თუ მისი გამორთვა დაგავიწყდათ, მოწყობილობა არ გადაიწვას. საერთო ნიშანი, რომლითაც ელექტროგამაცხელებლები ერთმანეთს ჰგავს, არაეკონომიურობაა – ელექტროენერგია ხომ ბუნებრივ აირთან შედარებით ძვირია. ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის შერჩევისას, მით უფრო – თუ იაფი პროდუქციის შეძენა გაქვთ განზრახული, გაითვალისწინეთ:
ერთი უარყოფითი დეტალი: წყლის გამაცხელებლებს მექანიკური გათიშვის მექანიზმი არ აქვს, ასე რომ, თუ წყლის მოშვება დაგავიწყდათ და გამაცხელებელი ისე ჩართეთ, დიდია ალბათობა, ზამბარა გადაიწვას. საზოგადოდ, ზამბარა გამაცხელებლის აქილევსის ქუსლია: მისი გადაწვა არც იმ შემთხვევაშია გამორიცხული, თუ გამაცხელებელმა 4 საათზე მეტხანს გადაბმულად იმუშავა. | |
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1207 | |
Total comments: 0 | |