17:08
როგორ გავაახლოთ რბილი ავეჯი ქიმიური საშუალებების გარეშე

რბილი ავეჯის ქსოვი სხვადასხვა სახისაა და თითოული განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. 
ჩვენ შევარჩიეთ განსხვავებული საშუალებები, რაც ავეჯის მოვლა-დასუფთავებაში შეგიწყობთ ხელს.

ფლოკი - პრაქტიკული და შეხებისას სასიამოვნო ქსოვილია. წლების გასვლის შემდეგ ფლოკი პრაქტიკულად არ დნება, წყალგაუმტარია და შინაური ცხოველების თათების პორჭყნასაც უძლებს. 

თუ ფლოკის ავეჯს რეგულარულად მშრალი, რბილი ქსოვილით გაწმენდთ ან მტვერსასრუტით მოაცლით მტვერს, დიდხანს გაგიძლებთ, მაგრამ ზოგჯერ მასზე ლაქები ჩნდება და მათ მოშორებას ჩვენ გასწავლით: 

ფლოკი ის ქსოვილია, რომელიც ქიმიურ საშუალებებს ვერ უძლებს. მას დელიკატური მოპყრობა სჭირდება. თავდაპირველად, დაბინძურებული ადგილი თბილ, რბილსაპნიან (მაგ., ”საბავშვო”) წყლში დასველებული ჩვით გაწმინდეთ, გააჩერეთ და შემდეგ ღრუბელი გადაუსვით. 

თუ ზედაპირზე საპნის ქაფი დარჩა, ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ. შემდეგ მშრალი ნაჭერი დააფინეთ და რამდენჯერმე გაუსვით უთო. უფრო ძლიერი ლაქების მოსაშორებლად, საპნიან წყალს 10% სპირტის რამდენიმე წვეთი შეურიეთ. 

ხავერდი - რბილი ავეჯისთვის ძირითადად ორი სახეობის ხავერდი გამოიყენება: შალისა და ბამბეულის. ხავერდის ზედაპირი აქვს და სასიამოვნოა შეხებისას. ხავერდის ნაჭერი ირეცხება და იწურება, მაგრამ დელიკატურ რეჟიმზე და მხოლოდ 30 გრადუსზე. 

გარეცხვის შემდეგ ნაჭერი დაუთოებას არ საჭიროებს. ხავერდის ავეჯი შეგიძლიათ რბილი ჯაგრისით გაწმინდოთ. ხოლო მტვერსასრუტით დამუშავების შემდეგ სპირტში დასველებული ჩვრით გაწმინდოთ. 

თუ ხავერდის ავეჯზე წვენი ან ყავა დაგესხათ, მომენტალურად გაწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ჩვრით. დიდი ხნის ლაქებს, სოდიანი წყლით (1 ჩ/კ სოდა ერთ ჭიქა წყლაზე) გაწმინდავთ. ხოლო შოკოლადისა და სისხლის ლაქებს ხავერდს მარტივად ვერ მოაშორებთ. ისინი ავეჯის საწმენდი სითხით უნდა დაამუშაოთ. 

შენილი - საკმაოს გამძლე, ლამაზი და ბუნებრივი ქსოვილია. ყავისა და შოკოლადის ლაქებს თბილ, რბილ საპონიან წყალში დასველებული ჩვრით გაწმენდთ. თუ ავეჯს კევი აქვს მიწებებული. იგი ჯერ მშრალი ყინულით დაამუშავეთ, რომ კარგად გამაგრდეს და შემდეგ დანის არამჭრელი მხრიდან ფრთხილად ჩამოფხიკეთ. ამის შემდეგ დალაქავებული ადგილი თბილ წყალში გახსნილი სპირტით (რამდენიმე წვეთი სავსებით საკმარიასია) დაამუშავეთ და პირსახოცით გააშრეთ. 

ჯაკარდი და გობელინი - ეს მკვრივი ქსოვილი სინთეტიკის, ბამბისა და აბრეშუმის შერევითაა მიღებული. ჯაკარდის ავეჯს სისუფთავე რომ შეუნარჩუნოთ, საკმარისია მშრალი, რბილი ჯაგრისით დაამუშაოთ ხოლმე ან მტვერსასრუტით. ხოლო თუ იგი ძალიან ჭუჭყიანია, სველი ღრუბელით გაწმინდეთ. ჯაკარდის ზედაპირზე ლაქებს საპნიან წყალში დასველებული ჩვრით მოაშორებთ. იგი აგრეთვე შეგიძლიათ ხელით გარეცხოთ ან მანქანაში 40 გრადუსზე. გაწურვა დაუშვებელია. 

ტყავი - როგორც წესი ”ტყავს” ეძახიან ვინილსაც და ტყავის შემცვლელ ნაჭერსაც. ეს ქსოვილები საკმაოდ ადვილი მოსავლელია. ნუ შეგეშინდებათ, თუ მასზე რამე დაგესხათ, შეგიძლიათ მშრალი ჩვრით გაწმინდოთ, მაგრამ რეგულარულად უნდა მოაშოროთ მტვერი და მოარიდოთ მზის სხივებს. თუ ავეჯის საფუძვლიანი დალაგება გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ თბილ წყალში არაყი გახსნათ (ერთი ერთზე) და ისე გაწმინდოთ. 

სამწუხაროდ, ტყავის ავეჯზე ხშირად ჩნდება ნაკაწრები. ისინი სპეციალური ე.წ. ”თხევადი ტყავით” უნდა დაამუშაოთ. რაც შეეეხება ლაქების მოშორებას, ნატურალური ტყავის ავეჯი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამიტომ, მათ მოსავლელად ნუ გამოიყენებთ აცეტონის, ამიაკისა და სარეცხი ფხვნილის შემცველ ნივთიერებებს. აგრეთვე, დაუშვებელია, სველი ლაქის ფენით გაშრობა.

ნატი - ნატის რბილი ავეჯი წლები გაგიძლებთ. იგი კარგად იტანს ნესტს, მზის სხივებს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მის გასაწმენდად რეგულარულად გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ნატიდან დიდი ხნის ლაქების მოშორება გაგიჭირდებათ, მაგრამ რაც უფრო დროულად იმოქმედებთ, მით უკეთ გაწმენდთ. 

ლაქის ”ამოყვანისას” ნუ გამოიყენებთ ბევრ წყალს. ნატს არ უყვარს ძალიან სველი ჩვრით წმენდა. იგი შეგიძლიათ რბილ საპონში დასველებული ღრუბელით გაწმინდოთ. ხოლო შემდეგ რბილი პირსახოცით კარგად გააშროთ. 

აგრეთვე ნატის ავეჯის მოსავლელად გამოგადგებათ ნატის ფეხსაცმლის მოსავლელი საშუალებები. სასურველია, პერიოდულად ნატის ავეჯს რბილი ჯაგრისი გადაუსვათ, ამით იგი უფრო ფაფუკი გახდება. 
მარაოგე
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1521 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​