16:45
10 მეთოდი, დავალაგოთ სახლი 10 წუთში

ყველა ჩვენგანს სურს სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად გვეზარება სახლის დალაგება. 
ბევრმა არ იცის, რომ თუკი სახლის დალაგების პროცესს გონივრულად მივუდგებით, ის ასეთი რუტინული აღარ იქნება.

გთავაზობთ 10 მარტივ ხრიკს, რომელიც სახლს მოკლე დროში და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგალაგებინებთ.

1. ხახვი გრილის გასაწმენდად
აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაჭერით და გაწმინდეთ გრილის ბადე. თუ ბადე ცხელია, ხახვი ჩანგალზე წამოაცვათ და ისე გაწმინდეთ. 
2. როგორ გავრეცხოთ სწორად ბლენდერი
ჩაასხით მასში თბილი წყალი და ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე. შემდეგ ჩართეთ სამუშაო რეჟიმზე რამდენიმე წუთით. ახლა შეგიძლიათ, უბრალოდ, გაავლოთ სუფთა წყალში.

3. ხალიჩის მომენტალური წმენდა
თუკი ხალიჩაზე რაიმე დაგეღვარათ ან ცხიმიანი საჭმელი დაგივარდათ, დასვრილ ადგილზე მაშინვე დააყარეთ ცოტაოდენი სოდა და მეორე დღემდე გაააჩერეთ. დილით, უბრალოდ, გაწმინდეთ მტვერსასრუტით.

4. გატეხილი ჭიქა
დაგვეთანხმებით, გატეხილი ჭიქის ნამსხვრევების იატაკიდან აკრეფა ადვილი არ არის. ნუ გააკეთებთ ამას შიშველი ხელებით. აიღეთ თეთრი პურის გული და ამით გაწმინდეთ იატაკი. პურის გული მინის ყველაზე წვრილ და შეუმჩნეველ ნამსხვრევსაც აიკრავს.

5. ძველი ტყავის დივნის გაახლება
სცადეთ და ძველ, გახუნებულ და დაკაწრულ ტყავის დივანს წაუსვით ფეხსაცმლის კრემი. ნაკაწრები და გახუნებული ადგილები მაშინვე გაქრება.
6. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზედა თაროზე დადგით ძმრიანი ჭიქა. ჩართეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე. მთელი ცხიმი გაქრება კედლებიდან და მისი გაწმენდა ბევრად გაგიმარტივდებათ. 

7. მატრასის გაწმენდა
მინის საწმენდის შესასხურებლიან ჭურჭელში ჩაასხით არაყი და ოდნავ დანამეთ მატრასის ზედაპირი. დააცადეთ, მატრასი სულ მალე გაშრება, ხოლო სპირტი გაანადგურებს ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს აჩენს.

8. აბაზანის გაწმენდა
აბაზანის ყველაზე ჭუჭყიან ადგილებზე დააყარეთ მარილი, აიღეთ გრეიპფრუტი, გაჭერით შუაზე და მარილმოყრილ ადგილებზე გაუსვით – აბაზანა იდეალურად სუფთა იქნება.
9. ცხიმიანი ლაქები
თუ კედელს ცხიმის ლაქები დააჩნდა, წაუსვით მასზე უბრალო ცარცი. რამდენიმე წუთში მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ ცარცი. ცხიმი უკვალოდ გაქრება.

10. ჩაასხით შესასხურებლიან ჭურჭელში არაყი და დანამეთ დივნის ზედაპირი. შემდეგ აამშრალეთ სისველე სუფთა, ღია ფერის მშრალი ღრუბლით. 
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1197 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​