16:21 პლასტიკური ჭურჭელი - ღირს თუ არა მისი გამოყენება | |
საინტერესოა, არის თუ არა მავნებელი ასეთი ჭურჭელი? პოლიმერები, რომლითაც მზადდება ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, არატოქსიკურია და არ ხდება მისი შერევა საჭმელთან, მაგრამ შუალედური ნივთიერება, ტექნოლოგიური მინარევები, ფერის მიმცემი საშუალებები, შესაძლებელია შეერიოს ამგვარ ჭურჭელში მოთავსებულ საკვებს და მოხდეს ადამიანის ტოქსიკური მოწამვლა. რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს მავნებელი ამგვარი სახის ჭურჭელი? ტოქსიკური მოწამვლა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკვებს ინახავს ამ ტიპის ჭურჭელში, არა მხოლოდ ცივად, არამედ გათბობის შემთხვევაშიც. ასევე, პოლიმერულ ნივთიერებებს ახასიათებთ დაძველების პროცესი, რის შედეგადაც ხდება მასში არსებული მინარევების ნაწილებად დაშლა, ამის შედეგად ამგვარი მოხმარების საგნები ხდება მომწამვლელი სხვადსხვა პირობებში - არ შეიძლება მათი გაცხელება, გარეცხვა და ა.შ. სხვადსხვა სასმელის და გაზიანი წყლებისათვის, ბოთლებს, პოლივინიქლორიდისგან ამზადებენ, ამ ნივთიერების გამოყენებით ხდება კოსმეტიკური კოლოფების დამზადებაც. პოლივინიქლორიდი გამოყოფს მავნე ნივთიერება - ვინიქლორიდს. ბუნებრივია, რომ ბოთლიდან ის ხვდება სასმელში, თეფშიდან - საკვებში და შემდეგ უკვე ადამიანის ორგანიზმში. ვინოქლორიდი ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად, რომლის გამოყოფა ხდება ჩამოსხმულ სასმელში ერთი კვირის შემდეგ, ხოლო ერთი თვის შემდეგ ასეთი ტიპის ბოთლში უკვე რამდენიმე მილიგრამი ვინიქლორიდია დაგროვილი. ექიმი-ონკოლოგების განმარტებით კი, ეს ბევრია. ხშირად პლასტიკური ბოთლების გამოყენება ხდება ხელმეორედ. მას იყენებენ, სხვადასხვა სასმელის ჩასასხმელად, მათ შორის ალკოჰოლური სასმელისთვისაც. ბაზარში შეხვდებით რძით და ზეთით სავსე პლასტიკურ ბოთლებს. ხუთლიტრიანმა პლასტიკურმა ჭურჭელმა აგარაკებზე სანთლები შეცვალა და ხშირად ამ ტიპის ჭურჭელში თვეების და წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალსაც. მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტიპის ჭურჭელში გარდა წყლისა, არანაირი სასმელის ჩასხმა არ შეიძლება და ისიც გარკვეული დროით. როგორ უნდა გავარჩიოთ სახიფათო პლასტიკური ჭურჭელი უსაფრთხო პლასტიკური ჭურჭლისგან?კეთილსინდისიერი მწარმოებლები ბოთლის ქვეშ აკეთებენ წარწერას, PVC რაც ნიშნავს, რომ ბოთლი პოლივინიქლორიდისგანაა დამზადებული, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. ყველაზე კარგი საშუალება, ბოთლის უვნებლობის შესამოწმებლად, არის შემდეგი - უნდა დავაწვეთ ბოთლს ფრჩხილით, თუ იგი საშიშია, მაშინ მასზე თეთრ ზოლად ჩნდება ხაზი. ”ნამდვილი”, ანუ უვნებელი ბოთლის შემთხვევაში, ხაზი არ უნდა გაჩნდეს. ერთჯერადი ჭიქები უმჯობესია მხოლოდ წყლის სასმელად გამოვიყენოთ. წვენები, გაზიანი და ცხელი სასმელები უმჯობესია არ დალიოთ! არაა ასევე რეკომენდებული ცხელი საჭმელის მოთავსება ასეთი ტიპის ჭურჭელში. ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი ძალიან იაფია. მასალა საკმაოდ ნაზია. სიცხის დროს ის შეიძლება დადნეს, ამიტომ მას ურევენ სტაბილიზატორებს. პლასტმასი ხდება უფრო მყარი, მაგრამ მომწამვლელი. პოლისტიროლი (PS) უვნებელია ცივ საჭმელთან მიმართებაში, მაგრამ საკმარისია, მასში ცხელი ან ალკოჰოლური სასმელის მოთავსება, რომ უწყინარი ჭიქა მაშინვე იწყებს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. პლასტიკურ თეფშებს საზაფხულო კაფეებში ხშირად იყებენ მწვადისთვის, რის გამოც კლიენტი ცხელი ხორცის და კეტჩუპის გარდა ტოქსინების გარკვეულ დოზასაც იღებს. ასეთი მასალისგან დამზადებული ჭიქა 100 გრადუს ტემპერატურას უძლებს, მაგრამ ალკოჰოლური სასმელის მასში მოთავსებისას, გამოიყოფა ფენოლი, ასეთი ჭიქიდან არყის დალევა მავნებელია როგორც თირკმელების,თვის, ასევე თვალებისთვის. საკვები პროდუქტის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ ვარგისიანობის ვადა ეხება არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ იმ კონსერვის ქილასაც, რომელშიც ის არის მოთავსებული, ეს იმითაა განპირობებული, რომ კონსერვის ქილის დასამზადებლად გამოიყენება ისეთი მომწამვლელი ნივთიერება, როგორიცაა - ბიფენოლი. ამ ნივთიერებით ფარავენ კონსერვის ქილის კედლებს, რომ არ მოხდეს მეტალისა და საკვები პროდუქტის შერევა. ამიტომ: უარი თქვით კონსერვირებულ ქილებზე და არჩევანი გააკეთეთ ახალი და გაყინული პროდუქტის სასარგებლოდ - კონსერვირებული საკვები გადაიტანეთ შუშის ქილაში. სასარგებლო რჩევები:
და მუდამ გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ბევრად ძვირი ღირს! | |
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1052 | |
Total comments: 0 | |